კონფიდენციალობის პოლიტიკა

ვებ-გვერდს stiletto.ge ფლობს და მართავს შპს „სტილეტო“, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება რეგისტრირებული და მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიის სარეგისტრაციო ნომერი და საგადასახადო კოდი: 405372261, იურიდიული მისამართი: თბილისი 0186, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. 3, 112.

 

ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენი პერსონალური მონაცემების, რომლითაც შესაძლებელია თქვენი იდენტიფიცირება, დაცვას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

ჩვენს მიერ შეგროვებულ პირად მონაცემებს გამოვიყენებთ მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რომლისთვისაც მოხდა მათი შეგროვება ან/და დამუშავება. კერძოდ, თქვენი მონაცემები შეგროვებული და დამუშავებულია შპს „სტილეტოს“ მიერ იმ მიზნებით, რომლებიც დაკავშირებულია თქვენს მიერ ვებ-გვერდის stiletto.ge გამოყენებასთან, ონლაინ მაღაზიაში პროდუქტის შეძენასთან და ამ პროდუქტის შესყიდვა/დაბრუნებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევასთნ.

თქვენი პერსონალური მონაცემები ასევე  შეიძლება გამოვიყენოთ სხვა ოპერაციების შესრულების, მათ შორის სარეკლამო მასალის და პირდაპირი მარკეტინგული ან სხვა სახის კომერციული კომუნიკაციების თქვენთვის გამოგზავნის მიზნით, მხოლოდ თქვენს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში;  ვებ-გვერდთან დაკავშირებული ტექნიკური დახმარების მოთხოვნისას. 

თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება დამუშავებულ იქნას ნებისმიერი სხვა მიზნებისთვის, რომლებიც ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით.

შპს „სტილეტომ“ შესაძლოა გაუმჟღავნოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია მესამე მხარეებს, რომლებიც უზრუნველყოფენ შპს „სტილეტოს“ სახელით კონკრეტული მომსახურების გაწევას პროდუქტის stiletto.ge-ზე  შესყიდვასთან დაკავშირებით. 

თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნება არ მოხდება მესამე პირებისთვის იმ მიზნით, რომელიც ნებადართული არ არის საქართველოს კანონმდებლობით ან თქვენი თანხმობის გარეშე.

თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდის ნებისმიერი გამოყენებისას ვარაუდობთ , რომ თქვენ გაეცანით და ეთანხმებით ამ კონფიდენციალობის პოლიტიკას.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ჩვენ შესაბამისად მოვახდენთ კონფიდენციალობის პოლიტიკის განახლებას ჩვენს ვებ-გვერდზე.

გაიგე პირველმა სპეციალური ფასდაკლებების და ახალი კოლექციების შესახებ

Stiletto

+995 551 021787

info@stiletto.ge

ზურაბ ანჯაფარიძის ქ. 3, თბილისი 0186

  • Facebook
Contact us

©2020 შპს სტილეტო. ვებ-გვერდი შექმინილია Webloom Studio-ს მიერ.