მიწოდება და დაბრუნება

მიწოდება

ჩვენ მოგაწვდით ნებისმიერ მისამართზე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. შეკვეთა მიწოდებული იქნება 2-3 სამუშაო დღის ვადაში მისამართის შესაბამისად. ყველა ჩვენი მიწოდება აღნიშნულ ვადაში უფასოა.

თბილისის მასშტაბით მიწოდება შესაძლებელია მეორე სამუშაო დღეს დამატებითი საფასურით. 

პროდუქციის მიწოდება ხორციელდება შპს „ჩემი ფოსტის“ მიერ, თუმცა ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას, რომ მიწოდება განხორციელდეს შეუფერხებლად.

დაბრუნება

პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია: 

 

 1) ნივთის მიღების მომენტში. თქვენ შეგიძლიათ მიღებისთანავე შეამოწმოთ პროდუქტი და სურვილის შემთხვევში არ ჩაიბაროთ ამანათი. კურიერი მოახდენს ნივთის უკან დაბრუნებას. 

 

 2) მიღების დღიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს  სარეალიზაციო იერსახე და იარლიყი არ არის მოხსნილი.  მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: info@stiletto.ge და ჩვენ გამოვაგზავნით კურიერს თქვენს მისამართზე. 

დაბრუნების შემთხვევაში თქვენ არ გექნებათ დამატებითი ხარჯი. 

ჩვენ თანხას დაგიბრუნებთ 2 სამუშაო დღის ვადაში იმ ანგარიშზე საიდანაც მოხდა თქვენს მიერ გადახდა.  

 

დაგვიკავშირდით ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში და ჩვენ ყველა საკითხს უმოკლეს დროში  მოვაგვარებთ.

გაიგე პირველმა სპეციალური ფასდაკლებების და ახალი კოლექციების შესახებ

Stiletto

+995 551 021787

info@stiletto.ge

ზურაბ ანჯაფარიძის ქ. 3, თბილისი 0186

  • Facebook
Contact us

©2020 შპს სტილეტო. ვებ-გვერდი შექმინილია Webloom Studio-ს მიერ.